Overview

Legal Compliance Officer Jobs in Tbilisi, Georgia at Paysera Bank • პეისერა ბანკი

Title: Legal Compliance Officer

Company: Paysera Bank • პეისერა ბანკი

Location: Tbilisi, Georgia

პეისერა ბანკი არის ევროკავშირის მიერ ლიცენზირებული ციფრული ბანკი, რომელსაც მილიონზე მეტი მომხმარებელი ენდობა მსოფლიოში. ჩვენ ციფრულ გადახდებს ვხდით მარტივს, როგორც ელექტრონული კომერციისთვის და რითეილ სფეროსთვის, ასევე ყოველდღიური ფინანსური ოპერაციებისთვის. მსოფლიოს მასშტაბით 800-ზე მეტი თანამშრომელი, აერთიანებს ახალ იდეებსა და საერთაშორისო კომპანიისთვის დამახასიათებელ სტაბილურობას. თუ ხარ მოტივირებული, ცნობისმოყვარე და მზად ხარ განვითარებისთვის AI-ზე ორიენტირებულ გარემოში, პეისერა ბანკი შენთვის შესაფერისი ადგილია.

პეისერა ბანკი საქართველოს გუნდში აქტიურად ვეძებთ ახალ თანამშრომელს იურიდიული შესაბამისობის ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბანკის პროექტების, ხელშეკრულებებისა და შიდა რეგულაციების სამართლებრივი შეფასება, რისკების იდენტიფიცირება და მათი შემცირების გზების შემუშავება.
  • გარე მომწოდებლებთან და პარტნიორებთან გასაფორმებელი კონტრაქტების განხილვა, კორექტირება და ვიზირება.
  • საბანკო სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი, ანალიზი და შიდა პროცესების მათთან შესაბამისობაში მოყვანა.
  • თანამშრომელთა იურიდიული კონსულტაცია და შიდა პროცედურებთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება.
  • კომუნიკაცია და ოფიციალური მიმოწერის წარმოება ეროვნულ ბანკთან, სახელმწიფო უწყებებთან და საზედამხედველო ორგანოებთან.
  • ბანკის ინტერესების დასაცავად საჭირო საპროცესო დოკუმენტების მომზადება და სამართლებრივი ღონისძიებების გატარება ხელშეკრულებების დარღვევის შემთხვევაში.
  • ბანკის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობასა და ევროპარლამენტის რეგულაციასთან (GDPR).
  • მონაცემთა დაცვის რისკების შეფასება, დარღვევის ფაქტების გამოვლენა, შესწავლა და სათანადო რეაგირება.
  • მონაცემთა სუბიექტების (კლიენტების/თანამშრომლების) მოთხოვნებსა და საჩივრებზე რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი (სასურველია მაგისტრის ხარისხი საკორპორაციო ან საერთაშორისო სამართალში).
  • მინიმუმ 3–5 წლის სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე ფინანსურ სექტორში (ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია) 
  • მინიმუმ 1–2 წლის გამოცდილება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით (DPO-ს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად).
  • საქართველოს საბანკო და საფინანსო კანონმდებლობის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საფუძვლიანი ცოდნა.
  • საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) რეგულაციებისა და მოთხოვნების სიღრმისეული ცოდნა.
  • საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და ევროკავშირის მონაცემთა დაცვის საერთო რეგულაციის (GDPR) დეტალური ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი.
  • სამართლებრივი ხელშეკრულებების (მათ შორის საერთაშორისო და გარე მომსახურების/Outsourcing კონტრაქტების) შედგენის, ანალიზისა და მოლაპარაკებების წარმოების კომპეტენცია.
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (სამართლებრივი ტერმინოლოგიის ფლობა და დოკუმენტების მომზადება ორივე ენაზე).

სამუშაო საათები:

  • ორშაბათი – პარასკევი
  • 09:30 – 18:30
  • On-site

ანაზღაურება:

  • 3000 – 3500 ლარი (Net)

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

*თქვენი რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის ან სხვა ინფორმაციის ბანკისთვის გაზიარებით, თქვენ ეთანხმებით, რომ ბანკმა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანტურ პოზიციებზე ან სტაჟირებაზე შერჩევის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!

Upload your CV/resume or any other relevant file. Max. file size: 800 MB.